იოსელიანი – გენპროკურორთან დაკავშირებული ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს

მე გეუბნებით როგორც იურისტი, გენპროკურორთან დაკავშირებული ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს – კვაზი დემოკრატიული მოდელების შექმნა ყოველთვის იწვევს უკუშედეგს,- ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსელიანის თქმით, საკონსტიტუციო პროექტში გენპროკურორთან დაკავშირებულ ჩანაწერს, რომელიც მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, არც თავიდან ეთანხმებოდა.

“მე ცოტა განსხვავებული პოზიცია მაქვს იმ ჩანაწერთან, რომელიც ეხება გენერალური პროკურორის არჩევას. გენერალური პროკურორის არჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს შედეგის მიღწევას ისევე, როგორც ვერ უზრუნველყო ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის ნაწილში. ჩემი პოზიცია ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თავიდანვე იყო უარყოფითი. ამ ჩანაწერის მიღებით მივიღებთ უარეს მდგომარეობას, ვიდრე გვაქვს დღეს. ჩვენ მივიღებთ ერთი წლით არჩეულ გენპროკურორს, რომელიც იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე გვყავს დღეს. ამიტომ მე მომხრე ვარ ეს ჩანაწერი ამოღებული იყოს კონსტიტუციის პროექტიდან. იმიტომ, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო ამ დოკუმენტის ხელმოწერა, ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ, მაგრამ დღეს თუ ვმსჯელობთ, რა არის სწორი კონსტიტუციურად და რა არის სწორი სახელმწიფოებრივად, მე გეუბნებით როგორც იურისტი მათ შორის, რომ ამ ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს. კვაზი დემოკრატიული მოდელების შექმნა ყოველთვის იწვევს უკუშედეგს, ამიტომ კონსტიტუციური დათქმა უნდა იყოს მკაფიო და არ იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას. ეს დათქმა ეწინააღმდეგება ზოგადად კონსტიტუციურ მოდელს და კონსტიტუციურ ჩარჩოს, არ შეიძლება ხელოვნურად გააჩინო დემოკრატიული მოდელები იქ, რასაც კონსტიტუცია თავად უნდა აწესრიგებდეს,”- განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ამირან გამყრელიძეზე – როგორც იქნა, აღიარა სიმართლე… აი რატომ იღუპება ამდენი ხალხი!
შემდეგი სტატიაზუგდიდში მოძრავი ვაქცინაციის პუნქტი მოეწყო