იოსელიანი – განსხვავებული მოსაზრება მაქვს, რაც მეგობარი საელჩოებისთვისაც იყო ცნობილი

განსხვავებული მოსაზრება მაქვს, რაც მეგობარი საელჩოებისთვისაც იყო ცნობილი, ერთი წლით არჩეული პროკურორი იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე დღეს არის, – განაცხადა თემის კომენტირებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

„პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს სრულიად ვიზიარებ, რადგან ჩავარდნილ მართლმსაჯულების რეფორმას ეხებოდა. მართლაც, ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ იყო გადადგმული, რაც კარგად გამოჩნდა სასამართლოსთან მიმართებაში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ უზენაეს სასამართლოში ის კანდიდატები გაამწესა, რომელთა მიმართაც კითხვები იყო.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, განსხვავებული მოსაზრება მაქვს, რაც მეგობარი საელჩოებისთვისაც იყო ცნობილი. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ერთი წლით არჩეული პროკურორი იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე დღეს არის. კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთება სწორი არ იქნება, სწორია, რომ ეს პროექტიდან ამოვიღეთ. ამის კარგი მაგალითია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ფორმალური წესი. ამ საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისუბარი – სააკაშვილის დანაშაულის სჯერა მე-12 დაწესებულების დირექტორს, რომელსაც გამზადებული აქვს მისთვის კომფორტული საკანი
შემდეგი სტატია როგორ ცდილობს კრემლი თავისი გავლენის სფეროში ბულგარეთი დააბრუნოს