იოსელიანი – გამოსავალი შემდეგ ფორმულაშია, პატიმრები უნდა გამოვიდნენ, ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნებზე უარი უნდა თქვას

შექმნილ ვითარებაში გამოსავალი შემდეგ ფორმულაშია – პატიმრები უნდა გამოვიდნენ, ოპოზიციამ კი, რიგგარეშე არჩევნებზე უარი უნდა თქვას და პარლამენტში შემოვიდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის კომპრომისი, რაც ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას.

„საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ბოიკოტს გამართლებულად არ თვლის. ამას 31 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული ყველა კვლევა ადასტურებს. პოლიტიკური კრიზისი ჩვენი მოქალაქეების დღის წესრიგის მთავარი თემა არ არის და მათ უნდათ, პოლიტიკოსები პარლამენტში იყვნენ მათი პრობლემების მოსაგვარებლად. კარს თვითმმართველობის არჩევნები მოგვადგა. არ ვიცი, რატომ ჰგონია ვიღაცას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნების დონეზე ცხადად გამოჩნდება, რომელ პარტიას როგორი მხარდაჭერა აქვს და როგორ აფასებენ, ჩვენი მოქალაქეები პერიოდს, რომელიც ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმში განვლო”, – განაცხადა იოსელიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიავლაბარში, სადაც შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია, მათი ერთ სივრცეში მოქცევა არასწორია