იოსელიანი გახელაძის გათავისუფლებაზე: მინდა ყველას მადლობა გადავუხადო

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება და ყველა, ვინც აღნიშნულ საქმეში წვლილი შეიტანა, მადლობას უხდის.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელ პოზიციაზე იმყოფება ეს ადამიანი, სასულიერო პირია, ხელისუფლების წარმომადგენელია თუ ოპოზიციის, ვინც რამე ტიპის წვლილი შეიტანა ამ ადამიანის გათავისუფლებაში, ყველას ეკუთვნის მადლობა“, – განაცხადა იოსელიანმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ
შემდეგი სტატიაევროკომისიამ 2050 წლამდე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გეგმა წარადგინა