იოსელიანი – ერთია, რა ულტიმატუმს აყენებს სააკაშვილი და მეორეა – რა პასუხს სცემს მას “ოცნება”

ერთია, რა ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი და მეორე – რა პასუხს სცემს მას “ქართული ოცნება”, იმდენად გაერთო ეს ორი ძალა ურთიერთდაპირისპირებაში, რომ რეალური პრობლემები რჩება ყურადღების მიღმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მედიკამენტებს აღარ მიიღებს. რაც შეეხება სააკაშვილის დაანონსებულ საინიციატივო ჯგუფს, იოსელიანი მიიჩნევს, რომ ასეთი ჯგუფი არ შეიქმნება.

“მე რამდენადაც ვნახე, არც ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ არ გაიზიარა მისი მოწოდება. ნაკლებად მგონია, რომ ასეთ ჯგუფს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნას,”- განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური სააკაშვილზე – გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა, სასჯელის მოხდა მოუწევს და ამას უნდა შეეგუოს
შემდეგი სტატიადააკავეს ნიკა მოსიაშვილი, რომელიც საკუთარი სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებოდა – “გირჩი- მეტი თავისუფლება”