იოსელიანი – ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ ყველასთვის მისაღები კანონი და ცვლილებებმა არჩევნები გახადოს უკეთესი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მომხრეა, ცესკო-ს დაკომპლექტება სრულად პროფესიული ნიშნით მოხდეს, მეორე ნაწილი შერეულ წესს უჭერს მხარს, პოლიტიკური პარტიების ინტერესია, შერეული წესი იყოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, შერჩეულია ოპტიმალური ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, პროფესიული ნიშნითაც იქნებიან წევრები დაკომპლექტებული, ასევე პარტიებსაც ეყოლებათ საკუთარი წევრები.

მისივე განმარტებით, საარჩევნო რეფორმზე მუშაობა გრძელდება და შესაბამისად, პროექტის საბოლოო მოსმენით მიღებამდე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების შეტანა.

„საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას ვაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით მიღებამდე შესაძლებელია, ნებისმიერი ცვლილება შევიდეს. იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, თუ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები. შესაძლებელია, ყველაფერი იყოს გათვალისწინებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მომხრეა, ცესკო-ს დაკომპლექტება სრულად პროფესიული ნიშნით მოხდეს, მეორე ნაწილი შერეული წესის მომხრეა. პოლიტიკური პარტიების ინტერესია, შერეული წესი იყოს.

ოპტიმალური ვარიანტია შერჩეული – შერეული წესი, სადაც პროფესიული ნიშნითაც არიან წევრები და ასევე პარტიებსაც ეყოლებათ საკუთარი წევრები. ეს არის პარიტეტის საფუძველზე. თუ იქნება უკეთესი ვარიანტი, ჩვენი ამოცანაა, რომ უკეთესი კანონი მივიღოთ, მაგრამ ეს კანონი იყოს ყველასთვის მისაღები და ამ ცვლილებებმა არჩევნები უნდა გახადოს უკეთესი.

შესაბამისად, ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიების ინტერესი, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ უნდა ჰყავდეთ, პოლიტიკურ პარტიებს და მათი პოზიციაა მნიშვნელოვანი. სწორედ მათი პოზიციაა, რომ საკუთარი წევრები ჰყავდეთ და არა – წარმომადგენლები. ეს ჩანაწერი გაკეთებულია, ყველას ეყოლება წევრი და დაცული იქნება პარიტეტი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 78, იმერეთში – 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყნის გამოწვევაა ოკუპაცია, უმუშევრობა, სიღარიბე