იოსელიანი – ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რა უნდა შეიქმნას უფრო ძლიერი საინიციატივო ჯგუფი, ვიდრე არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიასაშუალებებით

ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რა უნდა შეიქმნას უფრო ძლიერი და დიდი საინიციატივო ჯგუფი, ვიდრე არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიასაშუალებებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ამაზე დიდი საინიციატივო ჯგუფის შექმნა წარმოუდგენელია“.

„ეს პარტია სხვა არაფრით არის დაკავებული, გარდა ძალისხმევისა, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით პროცესებზე ნაკლები ინფორმაციაც მაქვს და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიბასილაია – ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს თუ დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე – #freemisha კამპანია არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი