იოსელიანი: ჩემთვის მთავარი ამოცანაა არჩევნები აღარ გახდეს საზოგადოების გახლეჩის საფუძველი

ეს არის ჩემთვის მთავარი ამოცანა, რომ არჩევნები აღარ გახდეს საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების საფუძველი. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ამას მივაღწევთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „მოქალაქეების“ წევრის თქმით, საარჩევნო კოდექსში იმაზე მეტი ცვლილებაა, ვიდრე ამას 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებს.

„რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ის არა თუ სრულად არის ასახული, იმაზე ბევრად მეტი არის ასახული ამ დოკუმენტში. სრულყოფის თვალსაზრისით, იცით, რომ ამ ქვეყანაზე იდეალური არაფერია. საბოლოო ჯამში გავა დრო და რაღაცები იქნება დასახვეწი, რაღაცები იქნება შესაცვლელი. მაგრამ თუ შევადარებთ იმას, რაც გვქონდა, ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული დოკუმენტი. (ახალ საარჩევნო კოდექსს) არჩევნების დღეს რაიმე ტიპის მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა დაჰყავს პრაქტიკულად ნულამდე. სავარაუდოდ იქნება ალბათ რაღაც დარღვევები, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი, რასაც ეს ცვლილებები იძლევა, არის ის, რომ რა დარღვევებიც არ უნდა იყოს, ამან ვერ მოახდინოს გავლენა არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი სურვილია, 19 აპრილის შეთანხმების პროცესში ყველა პარტია ჩაერთოს”
შემდეგი სტატიასაცობი რომ არ შეიქმნას ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ: ოხანაშვილმა ოპოზიციას მიმართა