იოსელიანი – ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის

ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროცესები სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს, კითხვები არ უნდა დატოვოს.

„ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, რადგან საქმეები, რაზეც მას მისჯილი აქვს, ის საქმეებია, რომელსაც ვაპროტესტებდით და რის გამოც დამნაშავეების დასჯას ვითხოვდით. იმ ადამიანებზე უფრო მეტს აღარ ვილაპარაკებ, ვინც ახლა საპყრობილეშია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს წარსულში დაბრუნება
შემდეგი სტატიაკობახიძე – ნიკა მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი და ყოველი მესამე თბილისელი მას აძლევს ხმას – ეს არის შემაშფოთებელი