იოსელიანი: ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც სამების საკათედრო ტაძარში ვიხილეთ

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ გამოხატვის თავისუფლებას “არ შეიძლება უპასუხო ანგარიშსწორებით”, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ “აბსოლუტურად მიუღებელია” ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში ხდებოდა.

სახალხო დამცველის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. […] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ჩემთვის, ადამიანურად, პიროვნულადაც, როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში”, – განაცხადა იოსელიანმა.

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა – დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია ჯაღმაიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რელიგიური სიწმინდეები გამკაცრებული კანონით დაიცვას
შემდეგი სტატიაFinancial Times: რუსეთი, შესაძლოა, 2024 წლის ზაფხულში უკრაინაში დიდ შეტევას გეგმავდეს