იოსელიანი ცესკო-ს თავმჯარეობის კანდიდატებზე: არ მაქვს უფლება, ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმში

მნიშვნელოვანი არის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს ჰქონდეს მთლიანად ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა. მათ შორის საზოგადოებისთვის ეს ადამიანები იყვნენ ცნობილები და საზოგადოებაშიც ჰქონდეთ მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემოთავაზებულ კანდიდატებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი თუ ვერ შედგა, მხარს არ დაუჭერენ.

„რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ამ ადამიანებს მე არ ვიცნობ, ამიტომ არ მაქვს უფლება, ეჭვი შევიტანო არც მათ პროფესიონალიზმში, არც მათ კეთილსინდისიერებაში. მაგრამ, მნიშვნელოვანი არის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰქონდეს მთლიანად ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა. მათ შორის საზოგადოებისთვის ეს ადამიანები იყვნენ ცნობილები და საზოგადოებაშიც ჰქონდეთ მხარდაჭერა. ამ ეტაპზე კომისიის მიერ ასეთი კანდიდატი ვერ იქნა შემოთავაზებული. ამას თავისი მიზეზიც აქვს, რადგან ასეთი ტიპის კანდიდატებმა განაცხადი არ შეიტანეს. აქედან გამომდინარე, თვითონ სისტემის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, მასზე თუ ვერ შედგა პოლიტიკური კონსენსუსი, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: სწორი იქნებოდა, გომელაური თუ გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ტოვებდა თანამდებობას
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 1 პირი დააკავა