იოსებ ხახალეიშვილი:ყველა სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმე და ეს ასე იქნება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს.

მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად გამარჯვების მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართა.

ჯავახიშვილის, ჭონქაძის, მარჯანიშვილის, მელიქიშვილს, აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები კანდიდატის საარჩევნო პროგრამას გაეცნენ და პროგრამის მთავარ გზავნილებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვეს.

“არ მიყვარს ხმამაღალი დაპირებები. ყველა სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმე და სწორედ ეს მინდა ხოლმე მივიტანო თითოეულ მოქალაქემდე. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის ჯავახიშვილის, ჭონქაძის, მარჯანიშვილის, მელიქიშვილს, აბაშიძის ქუჩის მოსახლეობასთან საუბრების დროს აღვნიშნე, რომ ვპირდები ერთს – მხოლოდ მათი ჩართულობით და რაციონალური რჩევით განვაგრძობ ჩვენი ქალაქის უმთავრესი პრობლემატური საკითხის მოგვარებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რაც აუცილებლად განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის და სოციალური სფეროების აქტიური ხელშეწყობის პარალელურად”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით 18 ნოემბერს ორმეტრიანი დისტანციით იქნება ჯაჭვი
შემდეგი სტატიანიკა მელია: „ბათუმი არ არის მხოლოდ სიყვარულის ქალაქი, ეს გამარჯვების ქალაქია“