იოსებ ხახალეიშვილი – ნინო ბურჯანაძის გამოჩენამ გარკვეულად გაუსვა ხაზი იმ ფიქრს, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ჩვენი ქვეყნისთვის

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, – ამის შესახებ ქუთაისის “ქართული ოცნების” კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.

“მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების გუშინდელ წარდგენას, პლაგიატიც “მოსული” ყოფილა ჩვენი ოპონენტებისთვის. ძალიან ბევრი თემა, რომელიც მათ მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა. უკვე ძალიან წინ ვართ წასული სწორედ იმ თემებში, რაც ჩვენმა ოპონენტებმა გუშინ წარმოუდგინეს ჩვენ თანაქალაქელებს თითქოსდა მათ ნააზრევად, ნაფიქრალად და მომავალ თემად.

პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ შერიფის თემა სასაცილო თემაა იმიტომ, რომ კანონიც კი არ არსებობს ამის შესახებ საქართველოში და თუ ვინმეს ილუზია აქვს იმის, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია არჩევნები ჩაატაროს შერიფი და პოლიციის ხელმძღვანელი აირჩიოს ქალაქში, მინდა, გითხრათ, რომ ეს მტკნარი სიცრუე გახლავთ. ალბათ, ქუთაისელები ძალიან კარგად მიხვდებით ამ ჩანაფიქრის შინაარსს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაშიც” ძალიან დიდი უკმაყოფილებაა ხატია დეკანოიძის ქუთაისის მერობასთან დაკავშირებით.

“თვითონ ქუთაისელი ნაციონალებიც კი არ ღებულობენ და ვერ ღებულობენ ამ ადამიანს. გუშინდელ წარდგენაზე “ნაციონალების” ყველაზე დიდი სახე გახლდათ ნინო ბურჯანაძე, ადამიანი, პოლიტიკოსი, რომლის კარიერაც თავიდან ბოლომდე აფილირებულია რუსეთთან, რუსულ პოლიტიკასთან და ალბათ, დამერწმუნებით, რომ ნინო ბურჯანაძის გამოჩენამ გარკვეულად გაუსვა ხაზი იმ მიმართულებას და იმ ფიქრს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” თავის სატელიტ პარტიებთან ერთად აპირებს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის”, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელი წარდგენის შემდეგ ქუთაისელებს 30 ოქტომბერს არჩევანი გაცილებით გაუადვილდებათ.

წინა სტატიაშიევროსასამართლომ რუსეთს ჩხრეკის დროს მოკლული კურიევის ოჯახისთვის 60.000 ევროს გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი – ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზებ მოახდინონ