იოსებ ხახალეიშვილი: ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ნიკეა-უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.
საარჩევნო პროგრამის გაცნობის პარალელურად მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხი, რაც მისი თანაქალაქელებისთვის პრიორიტეულია, მისთვის მნიშვნელოვანია.
“ნიკეა-უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისევე როგორც სხვაგან, არაერთი პროექტი განხორციელდა, ჩატარდა რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია, დაიგო გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ნინოშვილის სკვერში განთავსდა სავარჯიშო ტრენაჟორები, თუმცა არის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და შესაბამისად, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, მათი ეს თხოვნა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, თუმცა არა მხოლოდ ეს საკითხები, ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა და საზოგადოება სერიოზულად ეკიდებიან რუსული დეზინფორმაციის თემას