იოსებ ხახალეიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, კიდევ უფრო განვითარებას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 21, 2020 13:40

იოსებ ხახალეიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, კიდევ უფრო განვითარებას

მნიშვნელოვანი

  • იოსებ ხახალეიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, კიდევ უფრო განვითარებას

სხვა სტატიები

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართვლოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი მე-40 საარჩევნო ოლქში გააკეთა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს და სტაბილურობას.

“შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემს გუნდთან ერთად გზა ღირსეულად გავიარეთ არჩევნებამდე და ჩემი არჩევანიც ღირსეულია, ჩვენი გამარჯვებაც ღირსეული იქნება. ხმა მივეცი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, განათლების, კულტურის კიდევ უფრო განვითარებას.

დარწმუნებული ვარ, დღეს ქუთაისი და მთელი საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და მოგვცემს იმის საშუალებას, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ქალაქის მომავალზე, განვითარებაზე. მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩევლს, ყველა მხარდამჭერს და ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის.

აქვე, მინდა მოვუწოდო ჩემს ძვირფას თანაქალაქელებს, ნუ დაიზარებთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიდით არჩევნებზე, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 21, 2020 13:40