იოსებ ხახალეიშვილი – დიდი მადლობა თანამებრძოლებს, ვალში ვარ ჩემს ქალაქთან

გამარჯვების მოლოდინი მქონდა. დიდი მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, ჩემს ქუთაისს ამ დაფასებისთვის. ვალში ვარ ჩემს ქალაქთან და პირობას ვიძლევი, ვიბრძოლებ ჩემი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ხალხმა კიდევ ერთხელ გადააფასა პირველი ტურის შედეგები. ის შედეგი, რაც პირველ ტურში დადგა, არ იყო ქვეყნის განვითარებისთვის მისაღები. ამიტომ ჩვენ მეტი ძალისხმევით ვიმუშავეთ და ვაჩვენეთ შედეგი, რაც დღეს მივიღეთ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე – ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – ძალიან დიდი გამარჯვება მიღწეულია, მაგრამ ჯერ ბრძოლა გრძელდება