იოსებ ხახალეიშვილი: ჩემს ქალაქში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ.
იოსებ ხახალეიშვილმა სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მრავალსართულიან კორპუსთა ეზოების რეაბილიტაციაზე, საყრდენი კედლების გასამაგრებელ სამუშაოებზე, საგზაო ინფასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობაზე.
“მოსახლეობამ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული გამოწვევები დეტალურად გაგვაცნო, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაში გულისხმიერად დაეხმარება. ჩემს ქალაქში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე პრემიერის გამოსვლაზე გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე – ჩვენი ლიდერების მიერ მანამდე წარმოთქმული სიტყვებიდან, ერთ-ერთი კარგი და შინაარსიანი გამოსვლა იყო, რომელიც შეეხო, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს გამოწვევებს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ