გიორგი რურუა მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამის შესახებ რურუა სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ის მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას.

„სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას. გუშინდელი ინციდენტის მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქს ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლება ეს მომხდარიყო. თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება.

მადლობა მეგობრებო თანადგომისათვის. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა“, – წერს რურუა.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: დაინიშნოს ხელმეორე არჩევნები
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია – შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებში საჩივრები არ ფიქსირდება