გიორგი გახარია: „თუ იქ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ“

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.
,,არავინ ჩემს გარდა ამ ღონისძიებაზე პასუხს არ აგებს. მე ვაგებ, თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც არის გასათვალისწინებელი. მე შემიძლია ქრონოლოგიურად მოგიყვეთ რა მოხდა, რომელ წუთს, რა სახით. ამის შემდგომ შეგვიძლია უკვე რაღაც პირველი დონის შეფასებები გავაკეთოთ. თუმცა ეს შეფასებებიც არ იქნება სრულყოფილი სანამ ჩვენ არ დაველოდებით სამართლებრივი პროცედურების დასრულებას.
მე ვამბობ, რომ ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ ღირსეულად გაუძლოს იმ გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა იმ ღამეს. ის შედეგები რაც ჩვენ მივიღეთ იმ პრობლემებით, რომელიც არის. ჩვენ ამ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისად ვუპასუხოთ. რა თქმა უნდა, მე ვიქნები აქ სანამ ლეგიტიმური სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი. არის ორი განზომილება პოლიტიკური და სამართლებრივი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამართლებრივ ნაწილში, ის რაც ამ ღონისძიებაზე მოხდა, თუ იქ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ. თუმცა, არის პოლიტიკური კომპონენტი და როდესაც ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების რღვევას, რა თქმა უნდა მე ამას არ დავუშვებ.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : „არავინ იცის ამ შეჭრას შემდგომ რა მოჰყვება და რა შედეგებამდე მივდივართ – სამოქალაქო არეულობა ამ ქვეყანას ერთხელ და ორჯერ არ გამოუვლია“
შემდეგი სტატიაპარლამენტის წინ აქცია 28 ივნისს 19:00 საათზე განახლდება