გიორგი ანწუხელიძის გმირობა დარჩება საქართველოს ისტორიას და მომავალ თაობებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი ანწუხელიძის ღვაწლეზე საუბრობს. ოფიციალური ტექსტი ,,თაიმერს” პალამენტიდან მიაწოდეს.

,,დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გმირის, გაუტეხავი, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართული სულის სიმბოლოს – გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.

საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა სწორედ ასეთი გმირების მხრებზე იდგა. სწორედ გიორგი ანწუხელიძის მსგავსი ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ ახლა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ. 23 წლის სერჟანტმა 2008 წლის აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ – სასტიკი წამების მიუხედავად, არ გატყდა და მტერს ქედი არ მოუხარა.

გიორგი ანწუხელიძის გმირობა დარჩება საქართველოს ისტორიას და მომავალ თაობებს”- ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიBBC-ს წამყვანი მიხეილ სააკაშვილს – რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება
შემდეგი სტატიაახალგაზრდა მუსიკოსებისთვის თბილისში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა