CNN-ი წერს, რომ იორდანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხშაბათს გამთენიისას ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.
ცნობისათვის, მანამდე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იერიშები განახორციელეს იორდანიაში, ალ-აზრაკის ავიაბაზაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე. მათი თქმით, ბაზაზე ამერიკული MQ-9-ის ტიპის დრონები გაანადგურეს.















