იორდანიაში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტების დაფიქსირებამ გამოიწვია. იორდანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, მოჰამად ალ-მომანის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რეგიონში დაფიქსირებული რვავე რაკეტა წარმატებით გაანეიტრალეს.
მთავრობის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო, იორდანიის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო და მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში იყვნენ გადაყვანილი.
მომხდარს გამოეხმაურა იორდანიაში აშშ-ის საელჩოც. დიპლომატიურმა უწყებამ სპეციალური გაფრთხილება გამოსცა და აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას დეტალურად განიხილავს.


















