იორდანიის მეფე უარყოფს ისრაელის ნებისმიერ გეგმას, რომელიც ღაზის სექტორის ნაწილის ოკუპაციას ან ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონების შექმნას გულისხმობს

იორდანიის მეფე აბდულა მეორე უარყოფს ისრაელის ნებისმიერ გეგმას, რომელიც ღაზის სექტორის ნაწილის ოკუპაციას ან ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონების შექმნას გულისხმობს.

მისი თქმით, ისრაელსა და პალესტინელებს შორის „არავითარი სამხედრო გამოსავალი და უსაფრთხოების კუთხით გადაწყვეტილება“ არ იქნება.

ამასთან, იორდანიის მეფის განცხადებით, კრიზისის საფუძველი, ისრაელის მიერ პალესტინელთა „ლეგიტიმური უფლებების“ უარყოფაა.

„გამოსავალი იწყება აქედან და ნებისმიერი სხვა გზა განწირულია ძალადობისა და ნგრევის მეტი ციკლისთვის“, – განაცხადა მან.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას ინტერვიუში აღნიშნა, ისრაელს ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე საერთო პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით ექნება.

banner
წინა სტატიაშიკირკიტაძე – 23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან – ეს არის კიდევ ერთი დარღვევა
შემდეგი სტატიასალივანი – აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებისთვის ფანჯარა იხურება