იორდანიაში ლტოლვილთა ბანაკს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი

6 (1)სადაზვერვო სამსახურების მინიმუმ 5 თანამშრომელი დაიღუპა, იორდანიის დედაქალაქ ამანიში პალესტინელი ლტოლვილების ბანაკზე თავდასხმისას.
“დილის 7 საათისათვის ალ-ბაკაას ბანაკში სადაზვერვო სამმართველო ლაჩრული თავდასხმის მიზანი გახდა, რომლის შედეგადაც 5 აგენტი დაიღუპა” – საგენტო “ფრანს-პერსი” მოჰამედ მომანის მთავრობის წარმომადგენელს ციტირებს.
მომანი თვლის, რომ თავდამსხმელები ისლამისტი ბოევიკები იყვნენ. “ასოსეითედ პრესის” ინფორმაციით, დაღუპულია უშიშროების სამი თანამშრომელი, მუშა და კადრი მიმღებიდან.
ადგილობრივმა მთავრობამ მომხდარი უკვე შეაფასა, როგორც ტერორისტული აქტი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობთ არავის აუღია.
ალ-ბაკაას ლტოლვილთა ბანაკში დაახლოებით 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ბანაკი 1968 წლიდან არსებობს.

banner
წინა სტატიაშილეონიდ თიბილოვი: ცხინვალის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან ერთიანობის გამყარებისკენაა მიმართული
შემდეგი სტატია(+ვიდეო) კორცხელში მონაწილე პირების ადვოკატის მტკიცებით, სპორტსმენები ხელკეტებით სცემეს