იონათამიშვილი: როცა გარკვეულ დაჯგუფებებს სურთ, სააკაშვილის შიმშილობა შეიფუთოს, როგორც პროტესტის აქტი, ეს ფასადური მცდელობაა

„ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება. ვისაც ეს სტანდარტი აინტერესებს, პირველ რიგში, მან თავისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მიმართ უნდა დააფიქსიროს, ვინაიდან ეს ერთგვარი სუიციდის ფასადური აქტია, რომელიც მიუღებელია და 21-ე საუკუნის პროტესტის სტდანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის. ეს მხოლოდ იმ მოტივით ნაკარნახევი ქმედებაა, რომ მას ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული უნდა შერჩეს.

როცა ის შიმშილობს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს გირგვლიანის მიმართ, ასევე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომლებსაც სასტიკად სცემდა და სიკვდილამდე მიჰყავდა. იმ საქმეებზე ვსაუბრობ, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ვერდიქტებში წერდა. როცა გარკვეულ დაჯგუფებებს სურთ, სააკაშვილის შიმშილობა შეიფუთოს, როგორც პროტესტის აქტი, ეს ფასადური მცდელობაა. რეალურად, ეს არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაში5 ივლისის საქმე: სასამართლომ აქტივისტების საჩივარი დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის თავისუფლებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი