იონათამიშვილი – „ქართულ ოცნებას“ დღეს 60-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, რაც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებითაა განპირობებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დღეს 60-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, რაც ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებითაა განპირობებული.

მისივე შეფასებით, ოქტომბრის არჩევნებამდე ეს მხარდაჭერა კიდევ მეტად გაიზრდება.

„მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ის პარტია, რომელიც საუბრობს პოზიტივზე, ვინც საზოგადოებას სთავაზობს განვითარებას, მშვიდობას და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ მხარდაჭერით, ამ საქმიანობით და კონკრეტული საქმეებით მოვიპოვებთ იმ გადამწყვეტ უმრავლესობას, რომლისაც ასე ძალიან ეშინია დღეს რადიკალურ ოპოზიციას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – „ნაცები“ ახლა ცოტა შემჭიდროვდნენ და არჩევნებზე სამი პარტიით გადიან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ფერი იცვალეს და „ნაცები“ აღარ არიან
შემდეგი სტატია„ხალხის ძალა“ – ომის საშიშროება არსად გამქრალა