იონათამიშვილი – მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, რადგან უნდა, უმძიმესი დანაშაულები შერჩეს

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს იმიტომ, რომ მას უნდა უმძიმესი დანაშაულები შერჩეს და არა იმიტომ, რომ მის ირგვლივ რაიმე უსამართლობა ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობა არის ხელოვნურად დღის წესრიგის შექმნა.

„შიმშილობის ყოველ დღეს საზოგადოებას ეუბნება, რომ გირგვლიანის საქმე, პატიმრების წამება, ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება ნორმალური იყო, რასაც დანაშაულებრივი სისტემა თავს ატეხდა თითოეულ ოჯახს. ეს ემსახურება ესკალაციის შეტანას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობა არის ხელოვნურად დღის წესრიგის შექმნა და თემების შემოტანა პოლიტიკურ დისკუსიაში, რაც დაცლილია ყოველგვარი საფუძვლისგან, ლოგიკურობისგან და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისი სახელი ხშირად იყოს ნახსენები ტელეეთერში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: გალში მცხოვრებ დევნილებს არჩევანის უფლება წაართვეს (video)
შემდეგი სტატია5 ივლისის საქმე: სასამართლომ აქტივისტების საჩივარი დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა