იონათამიშვილი – მამუკა მდინარაძეს ლაინერთან დაკავშირებით კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან „ფეიკს“ და შფოთავენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი „ფეიკს“ უწოდებს სოციალურ ქსელში საკრუიზო ლაინერთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის სახელით გავრცელებულ კომენტარს.

იონათამიშვილის განმარტებით, მდინარაძეს ლაინერთან დაკავშირებით განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია. მისივე თქმით, „ასეთი უგემოვნო „ფეიკები“ აჩვენებს, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ – ცილისწამებაზე“.

„მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან „ფეიკს“ და შფოთავენ.

სინამდვილეში, ამით ორი რამე აშკარავდება – ერთი, რომ ყალბ ამბებზე აგებენ საკუთარ დღის წესრიგს და მეორე – თუ რამე არ მოიგონეს, არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი. თან, ასე, არაგრამატიკულად და უხარისხოდ.

მაგრამ ზუსტად ასეთი უგემოვნო „ფეიკები“ აჩვენებს ყველაზე კარგად ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ ცილისწამებასა და ტყუილზე“,- წერს იონათამიშვილი.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაFinancial Times – უკრაინელი სამხედროები რუსული მხარის პოზიციებს ჩრდილოეთ კორეული რაკეტებიდან ბომბავენ