იონათამიშვილი-ხელმოცარული ოპოზიცია ცდილობდა, უდანაშაულოდ წარმოეჩინა კრიმინალური ლიდერი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდება შეაფასა და განაცხადა, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ჰყავს. სასამართლომ გამოიტანა ობიექტური განაჩენი კონკრეტულ სამართალდარღვევაზე და ვფიქრობ, ამ განაჩენით წერტილი დაესვა იმ კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის აბსურდულ კამპანიას, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა
შემდეგი სტატია“რეგიონებში საერთო მაჟორიტარების საკითხზე „ნაციონალური მოძრაობისგან“ არგუმენტები ვერ მოვისმინეთ”