იონათამიშვილი – ჯაფარიძე და ხაზარაძე ანაკლიის პროექტისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ

ჯაფარიძე და ხაზარაძე ანაკლიის პროექტისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, დღეს კი, ისე საუბრობენ, გეგონება, პროექტის დიდი გულშემატკივრები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ეს ადამიანები დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ.

„ჯაფარიძე და ხაზარაძე სხვის რეპუტაციაზე საუბრობენ მაშინ, როცა ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. მათ ეს განაჩენი არც გაუსაჩივრებიათ. მეორე კაზუსია ის, რომ ეს ადამიანები პროექტისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, დღეს კი, ანაკლიის პროექტზე ისე საუბრობენ, გეგონება, ანაკლიის პროექტის დიდი გულშემატკივრები არიან. ხმა საერთოდ რომ არ ამოიღონ, უკეთესი იქნება. დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ. სხვათა შორის, ეს ადამიანები ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციების ჩადებაზე ოცნებობდნენ. აქედანაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და რეპუტაცია. ეს არის პარტია, რომელსაც ამომრჩეველი საერთოდ არ ჰყავს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – „ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს
შემდეგი სტატია20 ივნისს გახდა ნათელი, საით მიდიოდა “ოცნება” – ცუცქირიძე