იონათამიშვილი – ერთ მხარესაა – პროვოკატორი, მატყუარა, უთავმოყვარეო წერეთელი და მეორე მხარეს – წესიერი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ოხანაშვილი ევროპული განათლებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ მხარეს არის პროვოკატორი, უთავმოყვარეო ადამიანი და მეორე მხარეს კი ერუდირებული და ღირსეული კაცი.

„ამაზე უფრო სიმბოლური ამ დღეებში ვერაფერი მოხდებოდა! ერთ მხარეს – პროვოკატორი, მატყუარა, უმორალო, უთავმოყვარეო, მკვლელი ჭუტა წერეთელი და მეორე მხარეს – წესიერი, საქმიანი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა.

ერთი თბილისში მამის ფულების იმედით ბავშვებს რომ ხოცავდა, მაშინ მეორე, სიმწრით მოპოვებული დაფინანსებით, ევროპაში სწავლობდა და სადოქტოროს იცავდა.

ზუსტად ასეთი განსხვავებაა „ნაცებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის.

ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ „ნაცების“ კიდევ ერთი სახე, ბაჩო ახალაია, რომელიც “პოლიტპატიმრობას” ცდილობდა, სტრასბურგმა გუშინ ისევ ჯალათად დატოვა!“ – წერს ანრი ოხანაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფოთში გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა
შემდეგი სტატიაეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება