იონათამიშვილი – არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება რეალობაა, თუმცა ჩვენი ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა!

საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის პირდაპირ პროპორციულია – 26 ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება რეალობაა, თუმცა ჩვენი ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა! – ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

იონათამიშვილის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-ია და ის რადიკალური ოპოზიციის ერთად აღებულ რეიტინგს სამჯერ აღემატება.

გარდა ამისა, როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, “ნაციონალურ მოძრაობას” და კრებით რადიკალურ ოპოზიციას თავისი სახელი სამართლებრივადაც დაერქვას.

“ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ღალატობდა და ოპოზიციაშიც მხოლოდ საქართველოს ღალატით არის დაკავებული – ამ პარტიას ჩაგვრის, ძალადობის, უსამართლობის და აგენტურული საქმიანობის გარდა არაფერი უკეთებია.

ამიტომ მნიშვნელოვანია, “ნაციონალურ მოძრაობას” და კრებით რადიკალურ ოპოზიციას თავისი სახელი სამართლებრივადაც დაერქვას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – თავს როდესაც გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა, თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი
შემდეგი სტატიაკობახიძე – „ლელო“ ასევე იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, ესეც უნდა იყოს გამოძიების საგანი