იოჰანეს ჰანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას მიესალმება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 8, 2016 00:17

იოჰანეს ჰანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას მიესალმება

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას მიესალმება. ამის შესახებ იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“მივესალმები შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას. მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს, მიიღონ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე”, – წერს იოჰანეს ჰანი.

როგორც მანამდე ევროპარლამენტის წევრმა კატი პირიმ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას მიაღწიეს. ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხს შესაძლოა, უკვე მომავალ კვირას უყაროს კენჭი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 8, 2016 00:17