იოჰანეს ჰანი: უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და ოპოზიციური პარტიებისთვის მედიის ხელმისაწვდომობა

მედიის თავისუფლება და პოლიტიკური დევნის დაუშვებლობა – ამ თემებზე ილაპარაკა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ევროკომისარმა ასევე ხაზი გაუსვა მომავალი თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

„ამ ვიზიტმა მომცა საშუალება ყურადღება მიმექცია რამდენიმე გამოწვევაზე. ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების პროცესისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდ პოლიტიკურ გარემოში დიალოგის წარმოება და კანონის უზენაესობა. მომავალი წინასაარჩევნო კაპმანია პირველად წარიმართება ასოცირების შეთანხმების არსებობის პარალელურად. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვიზიარებთ ხელისუფლების მოწოდებას თავისუფალი არჩევნებისადმი, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები იქნება აღიარებული, როგორც კანონიერი პროცესი,” – განმარტა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარის განცხადებით, დასაფასებელია ხელისუფლების ძალისხმევას სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში. თუმცა, მისივე თქმით, ევროკავშირი აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

“უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და ოპოზიციური პარტიებისთვის მედიის ხელმისაწვდომობა, ვაფასებთ საქართველოს პროგრესს სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში. ამ კუთხით მინდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას, მათ შორის წინა სასამართლო პატიმრობის გამოყენებას. სასამართლოს დამოუკიდებლობა ასოცირების შეთანხმების საკვანძო საკითხია. ევროკავშირი არ აკეთებს შეფასებას კონკრეტული სამართლებრივი დავების ხარისხთან დაკავშირებით, ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით რამდენად ხდება ჩვენი საერთო ღირებულებების პატივისცემა,” – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური უარყოფს, რომ გიორგი ბადაშვილი საგამოძიებო სამსახურში ბრუნდება
შემდეგი სტატიათბილისის მერია და “საქართველოს რკინიგზა” შემოვლითი რკინიგზის განსახორციელებლად სამ შესაძლო ვარიანტზე მუშაობს