იოჰანეს ჰანი – საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, დააწყნაროს სიტუაცია

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობა პირადად გადაუხადა.
როგორც ჰანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტი ცდილობს,  დააწყნაროს სიტუაცია.
“მინდა,  პირადად მადლობა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს მისი ჩართულობისთვის. ის ცდილობს,  დააწყნაროს სიტუაცია, ის არის სადარაჯოზე უპირველეს რიგში, კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის. ის ყველაფერს აკეთებს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი იყოს დაცული და ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია იმის, რომ ქვეყანა იქნება აღქმული, როგორც თანაბარი პარტნიორი ევროკავშირის წევრი სახელმწფოებისთვის”, – განაცხადა ჰანმა.

banner
წინა სტატიაში2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ლიდერმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია ვლადიმერ პუტინთან განიხილა