იოჰანეს ჰანი: მთავარი ფოკუსი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე უნდა გაკეთდეს

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით და ახლა მთავარი ფოკუსი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ ჰანმა დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო დღეს უკვე ერთ-ერთია, ვინც წინა ხაზზეა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ჩვენ ახლა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხთან ერთად, ასევე იქნება ჩემი ორმხრივი შეხვედრების საგანი. მე ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენ კარგ გზაზე ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წარმატებისთვის გვჭირდება ორმხრივი ძალისხმევა ჩვენი და მეზობლების მხრიდან. ამოსავალი წერტილი არის სწორედ თანამშრომლობა ჩვენი მეზობლებისა და ჩვენი ინტერესების საფუძველზე”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინტერესი არის სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა სამეზობლოში.

banner
წინა სტატიაში“მოგიწევთ არც თუ იშვიათად პარლამენტში ყოფნა”- ვახტანგ ხმალაძე ირაკლი შოთაძეს მიმართავს
შემდეგი სტატიაორმა კომიტეტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას მხარი დაუჭირა