იოჰანეს ჰანი: მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად

მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მომზადებული და ჩატარებული სამართლიანად, გამჭვირვალედ, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც მოიცავს მედიისა და სიტყვის თავისუფლებას, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

ევროკომისარმა „რუსთავი 2“-ის შესახებ დასმულ კითხვაზე აღნიშნა, რომ ეს საქმე სასამართლოშია და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

„თქვენ წინასაარჩევნო პერიდოში იმყოფებით, რაც ზოგადად რთული დროა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს მომზადებული და ჩატარებული სამართლიანად, გამჭვირვალედ, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც მოიცავს მედიისა და სიტყვის თავისუფლებას. ამ მხრივ ჩვენ თვალს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს დღეს მე ასევე შევხვდები ოპოზიციის ლიდერებს. რა თქმა უნდა, კონკურენცია ძლიერია. დემოკრატიულ ქვეყანაში კონკურენცია უნდა იყოს, თუმცა ის უნდა უკავშირდებოდეს, კონცეფციების, ხედვებს, იდეებს, ქვეყნის, მოქალაქეებისა და რეგიონის შესახებ და არა პერსონალურ დაპირისპირებას”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ზურაბ პატარაძისთვის გზავნილი იქნება, რომ აჭარაში ჩატარდეს უმაღლესი ევროპული სტანდარტის არჩევნები
შემდეგი სტატიაკობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნილია