იოჰანეს ჰანი: მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა

დისკუსიისას ყველა ჩვენგანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეგობართა ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. იოჰანეს ჰანმა ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესი აღნიშნა.
“ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია. განვიხილეთ თანამშრომლობის კიდევ უდრო გაღრმავების შესაძლებლობები. ეს ეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს, ეკონომიკის დივერსიფიკაციის მხარდაჭერას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ასევე იმ ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში დადებითი შეფასებისთვისაა აუცილებელი. საუბარი ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის საკითხსაც შეეხო. დისკუსიისას ყველა ჩვენგანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლებისა და ასევე კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ტოლერანტობის ხელშეწყობა ეს არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაფრანგულმა ავიამოიერიშეებმა გაანადგურეს ისლამური სახელმწიფოს იარაღის საწყობები