იოჰანეს ჰანი: ხვალ გვექნება პოზიტიური ანგარიში და რეკომენდაცია საქართველოსა და უკრაინაზე

ხვალ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიამ დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.

“ხვალ გვექნება პოზიტიური ანგარიში და რეკომენდაცია საქართველოსა და უკრაინაზე. ასევე ველი, რომ იგივე სახის ანგარიში გვექნება კოსოვოზეც. ეს იქნება საბოლოო ანგარიში, რომელიც შეეხება საკითხს, თუ რა არის ჩვენი მიზანი. წევრ ქვეყნებს წარვუდგენთ მას რეკომენდაციებთან ერთად უვიზო მიმოსვლისთვის. ახლა წევრმა ქვეყნებმა უნდა იმსჯელონ. შეიძლება ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ,” – აღნიშნა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ალეკო ელსიაშვილს პირადი დაცვით სარგებლობას სთავაზობს
შემდეგი სტატია“აქ არის ისტერიული მესიჯები, რომელსაც მწერდნენ ხოლმე” – ელისაშვილი პროკურატურაში მივიდა