იოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსა და უკრიანისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, “რადიო თავისუფლების” უკრაინული ბიუროს ცნობით, იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას განაცახდა.

“თუ ჩვენ ახლა ვერ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და დაპირებებს, მომავალში ჩვენ დავკარგავთ არა მხოლოდ ნდობას, არამედ ასევე პოლიტიკურ ბერკეტებს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, მიაღწიონ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოსთან. მე ვგულისხმობ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს არიან ამოფარებულებ”», – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ანტირუსული ინიციატივა საქართვლოს მხრდასაჭერად – რუსული ვეტო და საგრეოს დუმილი
შემდეგი სტატიაპაატა შეშელიძე პრემიერის განცხადებაზე: მას ძალიან მალე მოუწევს გადადგომა