იოჰანეს ჰანი : ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში დაეხმარება

ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ასევე, ჰანის თქმით, ის აღმოსავლეთ სამეზობლოში „გაყინული კონფლიქტების“ მოგვარებაში ევროკავშირის როლის გაძლიერებას მიესალმება.

„როდესაც ჩვენი პარტნიორები კარგ მმართველობასა და რეფორმების გატარებაში წარმატებას აღწევენ, ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს დანაპირები. მე მოწოდებული ვარ, უზრუნველვყო, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღონ სრული მხარდაჭერა, რათა გააკეთონ დემოკრატიული არჩევანი და გაატარონ საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები.

ასევე, მხარს ვუჭერ ფედერიკა მოგერინის განცხადებას, რომ აღმოსავლეთ სამეზობლოში „გაყინული კონფლიქტების“ გადაჭრაში ევროკავშირის როლი უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში სკოლის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა
შემდეგი სტატიასაქართველოს დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან