იოჰანეს ჰანი: ეს არის მტერი, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ემუქრება

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მიიჩნევს, რომ “ისლამურ სახელმიწფოსთან” საბრძოლველად ყველა უნდა გაერთიანდეს.

იოჰანეს ჰანის თქმით, “ისლამური სახელმწიფო” ტერორიზმის ახალი სახეა, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად ამერიკა, რუსეთი და ევროპა უნდა გაერთიანდეს.

“ეს არის ახალი ფენომენი, რომელიც არ არის ტერორიზმის ის სახე, რომელიც ადრე იყო, ამიტომ, მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს. ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ მარტო ვერავინ მიაღწევს იმ შედეგს, რომელიც ჩვენ, ყველას გვინდა რომ ვიხილოთ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა დადგეს – ამერიკა, რუსეთი და ევროპა ეს არის მტერი, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ემუქრება”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: კადრების გარკვეული მოძრაობა, გადინება-შემოდინება ბუნებრივი პროცესია
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე სენაკში კახაბერ რუსია გახდა