იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2019 13:13

იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ ევროკომისარმა ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ვზეიმობთ ძალიან ინტენსიური პარტნიორობის დაარსებიდან ათი წლისთავს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებით გავააქტიურეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ პოლიტიკური თვალსაზრისით. ამის პარალელურად, ძალიან ინდივიდუალური ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს თითოეულ ქვეყანასთან. ზოგადად ვფიქრობ, რომ დიდი ბიძგი მივეცით ეკონომიკურ განვითარებას, კავშირს, ადამიანთა შორის კონტაქტებს. ვფიქრობ, დასახული 20 ამოცანა უკვე იძლევა შედეგებს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შესასრულებელი სამუშაო უკეთესი მმართველობის სფეროში, თუმცა რომიც ერთ დღეში არ აშენებულა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისრის თქმით, ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება დაკავშირებულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან.

„რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ეკონომიკურ განვითარებას, მით უფრო მეტად აისახება ეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებელობასა და ხარისხზე. ვფიქრობ, ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, უნდა განახორციელონ ის, რაც უკვე არსებობს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების კუთხით, რათა გააქტიურდეს ეკონომიკური განვითარება და გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები. ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ, რა მომავალი ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ამასთან, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ამჟამად ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2019 13:13

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics