იოჰანეს ჰანი 14-15 ივლისს საქართველოში ჩამოვა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი 14-15 ივლისს საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იოჰანეს ჰანი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ყოველწლიურ კონფერენციაში “საქართველოს ევროპული გზა”. ევროკომისარი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ძალიან მალე „რესპუბლიკური პარტია“ გააკეთებს მკაფიო და ზუსტ განცხადებას
შემდეგი სტატიაქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა იწყება