გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევას „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს.
როგორც ვადეპულმა აღნიშნა, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები „გადამწყვეტ კვირაში“ შედის.
„ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს და მოლაპარაკებები თანაბარ პირობებში შეიძლება, წარიმართოს“, – განაცხადა ვადეპულმა.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, უკრაინა მზად არის ომის დასასრულებლად, რუსეთი კი არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის.
„სიტუაცია ისეთია, უკრაინა მუდმივად ამბობს, რომ მზად არის ცეცხლის შეწყვეტის მისაღებად და მზადაა მოლაპარაკებისთვის. ერთადერთი, ვინც აკლია, არის ვლადიმერ პუტინი. ის აგრძელებს სროლას და დაბომბვას“, – განაცხადა ვადეპულმა.
















