იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიაფა მღვდელმთავარი – დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იოანე გამრეკელის დღევანდელ კომენტარს ეხმაურება ძალადობაზე და წერს, რომ ის პრორუსი და “ახალი კაიფა მღვდელმთავარია”. მისივე თქმით, მეუფე იოანემ არა მხოლოდ იძალადა ჟურნალისტ რატი წვერავაზე, არამედ ცილიც დასწამა.

“ქუთაისის და გელათის მიტროპოლიტად დანიშნულმა პრორუსმა იოანე გამრეკელმა, რომელიც ხმას არ იღებს გელათის დაზიანების გამო, არა მარტო იძალადა 5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავაზე, როცა საკუთარი თანმხლები პირების ძალადობა არ შეაჩერა, არამედ ცილისწამებაც იკადრა. ამასთან ერთად, ისაა ერეტიკოსი (მწვალებელი), რადგან ქრისტეს მიერ დასრულებული მოსეს რჯულის, ანუ ძველი აღთქმის კანონების გაცოცხლებას ცდილობს ეკლესიაში და ძალადობის რელიგიურ საფუძველზე გამართლება-დაკანონებას.

მღვდელმთავარი იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიაფა მღვდელმთავარი, რომელიც უარყოფს ახალ აღთქმის სულს და ძველი აღთქმის კანონების და მენტალიტეტის დაბრუნებას ცდილობს, რელიგიური ფანატიზმის და ძალადობის ასაღორძინებლად”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ამტკიცებს, რომ 5 ივლისს “ფორმულას” ჟურნალისტმა, რატი წვერავამ “საროჩკა” თვითონ შემოიხია და ჩხუბი დაიწყო. ამავე თემაზე:

banner
წინა სტატიაშილიეტუვა მიგრანტების გამო თურქეთს სთხოვს დახმარებას
შემდეგი სტატიასაია-ს დასკვნა ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ფაქტიურად, არ არსებობდა ზღვარი ქართულ ოცნებასა და ადმინისტრაციულ რესურს შორის – დამენია