ინჟერლიკში ამერიკის დამრტყმელი ავიაცია ჩაფრინდა

ინჟერლიკში ამერიკის დამრტყმელი ავიაცია ჩაფრინდა

ინჟერლიკში ამერიკის დამრტყმელი ავიაცია ჩაფრინდაინჟერლიკში ამერიკის დამრტყმელი ავიაცია ჩაფრინდა
თურქეთის სამხრეთით, „ინჟირლიკის“ ავიაბაზაზე განათავსეს აშშ ავია გამანადგურებლები F-15С, რომელთა დანიშნულებაში შედის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების დაცვა, საავიაციო დარტყმების დროს ისლამურ სახელმწიფოს ობიექტებზე სირიაში. ასევე რუსეთიას ავიაციაზე შასაძლო წინააღმდეგობის შემთხვევაში – პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით წერს გაზეთი USA Today.
ანონიმურმა წყარომ თავდაცვის უწყებიდან ასევე თქვა, რომ ავიაგამანადგურებლები
F-15С უზრუნველყოფენ ამერიკული ბომბდამშენების, მოიერიშეების, ასევე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების, რომლებსაც გადააქვთ იარაღი ადგილობრივი ოპოზიციისთვის, საჰაერო გამაგრებას რუსული და სირიული გამანადგურებლებისგან.
გასულ კვირას, ამერიკამ ინჯერლიკის ბაზაზე უკვე განათავსა ექვსი F-15C, ასევე მოიერიშე თვითმფრინავები А-10; კიდევ ექვსი F-15E, რომელთა მთავარი ამოცანაა დარტყმების განხორციელება სახმელეთო მიზნებზე, უახლოეს მომავალში ჩამოფრინდება.
დაგეგმარების სპეციალისტებმა განიხილეს ყველა შესაძლო სცენარი – განაცხადა დევიდ დეპტულამ, აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-პოლკოვნიკმა თადარიგში, რომელიც დეკანად მუშაობს მიტჩელის სახელობის აეროკოსმოსური კვლევების ინსტიტუტში. “მაგრამ, კოფლიქტი რუსეთთან არ სურს არც აშშ, არც რუსეთს“ – ხაზი გაუსვა გენერალმა.
მისი სიტყვებით, მტრის თვითმფრინავების ჰაერში გზის გადაჭრა წარმოადგენს ზუსტად გათვლილი დაგეგმარების ელემენტს და არა პროვოკაციას.
გასულ კვირას პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლორა სოლმა ვაშინგტონის გამოცემას The Daily Beast განუცხადა, რომ F-15С განთავსება თურქეთის ავიაბაზაზე, რომლის შესახებაც სამხედრო უწყებამ ოქტომბრის დასასრულს განაცხადა, განკუთვნილია აშშ და ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ლორა სილმა უარი თქვა ესაუბრა აშშ-ს გამანადგურებლების კონკრეტულ ამოცანებზე, რომლებიც აღჭურვილები იქნებიან მხოლოდ „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტებით, თუმცა ხაზი გაუსვა: „მე არ მითქვამს, რომ ეს დაკავშირებული არ არის რუსეთთან“.
გამოცემის აზრით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ F-15С, აღჭურვილები „ჰაერი-ჰაერი“ კლასის ექვსი რაკეტით, მოიერიშეების და ბომბდამშენების გამცილებლები იქნებიან ისლამური სახელმწიფოს მიზნებზე ავიადარტყმების დროს, რომლებიც სირიის ჯარების და რუსეთის ავიაციის მოქმედების ზონის სიახლოვეს იმყოფებიან. გამოცემა ასევ ხაზს უსვამ იმას, რომ მათი მთავარი ამოცანა შეიძლება იყოს „რუსების თვალთვალი“.
ამასთან, The Daily Beast წერს, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთმა სირიის ქალაქ ლატაკიის ავია ბაზაზე განათავსა ექვსი გამანადგურებელი Су-30, რომლებიც პირველ რიგში საჰაერო ბრძოლებისთვისაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისლამურ სახელმწიფოს არ ჰყავს ავიაცია.

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს