ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში-აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლავროვის სოხუმში ვიზიტს აფასებს

ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში – ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სოხუმში რუსეთის განახლებული საელჩოს გახსნას.

ნიკოლას ბერლინერი ამერიკის პოზიციას კიდევ ერთხელ გამოხატავს და აცხადებს, რომ ამერიკა არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად.

ამერიკისშეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ეს პოზიცია არ შეიცვლება.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ძალიან მყარი და ნათელია. ჩვენ არ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაწილები არიან. ეს პოზიცია არ შეიცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს. აფხაზეთში რუსეთის საელჩოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ეს საელჩო იქნება ძალიან მარტო, რადგან საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად და შესაბამისად, იქ არ იქნება სხვა საელჩოები. ასევე, ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად. ეს ქმედება არის ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში. აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და უნდა დაუბრუნდეს მას,“-განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ.

banner
წინა სტატიაშიდღეს თბილისში უნგრეთის პრემიერმინისტრი ჩამოდის
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს დღეს დეპუტატები მოუსმენენ