ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, – ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდული, ავრცელებს

ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, – ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდილი, ავრცელებს

„დაახლოებით 17:00 საათისთვის ჩქვალერის მოსახლეობას შეუწყდა წყალის მიწოდება, ჩვენი, შესაბამისი სამსახურის თანამშრომელები, მყისიერად ავიდნენ ინწრას ხეობის სათავესთან, ადგილზე, სადაც სასმელი წყლით მარაგდებოდა წალენჯიხის სოფლები: ჩქვალერი, საჩინო, ზედასაჩინო და ეწერი.

აღმოჩნდა, რომ მილების დაერთების სათავე  მთლიანად მოშლილია სტიქიის მიერ და წაღებული. დაახლობით 70 მეტრი მილები  ჩამოტანილია ხეობაში.

მიღებული ინფორმაციის შესწავლის, შეფასების, გადამოწმების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩახერგვის და დაგუბების საშიშროება არ არსებობს.

წყალი ჩვეულებრივად მოედინება და როგორც კი მოგვეცემა საშუალება და ამინდი შეგვიწყობს ხელს, აღვადგენთ წყლის მიწოდებას.

კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა  დავამშვიდო, – ამ ეტაპზე დაგუბების და ჩახერგვის საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

მერია გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორც უკვე ვთქვი, როგორც კი ამინდი შეგვიწყობს ხელს, დაიწყება წყლის მიწოდების აღდგენის სამუშაოები.“, – განაცხადა ვანო ბურდულმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი – უკრაინა დემოკრატიაა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი – არა
შემდეგი სტატიააეროპორტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილი TAV-ს მიმართავს და რეაგირებას ითხოვს