ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ უნდა დარჩეს – გახარიას დავალება შსს-ს ბაჩალიაშვილის საქმეზე

ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ უნდა დარჩეს – პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გოგოს გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება უმძიმესი ტრაგედიაა, ეს ოჯახის ფარგლებს ცდება და ქვეყნის ტრაგედია ხდება. მისი თქმით, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახებს.

პრემიერი შსს-ს მოსახლეობის პროაქტიურ ინფორმირებას და სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარებას ავალებს.

არ უნდა დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს გარკვეული სპეკულირებისთვის; დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში დაიწყო და სისტემური განახლება და რეფორმები შსს-ში სწორედ ამიტომ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : საკარანტინე ზომების გამკაცრებისთვის მზად უნდა ვიყოთ